პოლიციის მიერ იდენტიფიცირებული მამაკაცი, რომელიც კალიფორნიის შტატის ქალაქ კოაჩელაში, დონალდ ტრამპის მხარდამჭერებთან შეხვედრაზე დააკავეს, 49 წლის ვემ მილერია.
მედიის ცნობით, ის კალიფორნიაში, ლას-ვეგასში ცხოვრობს.
მილერი ადგილობრივი დროით 17:00 საათზე დააკავეს, ხოლო შემდეგ, როგორც „ბიბისი“ წერს, 5000-დოლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს.
„ინციდენტს გავლენა არ ჰქონია ყოფილი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპისა და ღონისძიების დამსწრეთა უსაფრთხოებაზე“, – აღნიშნულია პოლიციის განცხადებაში.
რივერსაიდის ოლქის შერიფის ოფისის თქმით, ინციდენტის შესახებ მოგვიანებით პრესკონფერენციას გამართავენ.
შეიარაღებული მამაკაცი კალიფორნიის შტატის ქალაქ კოაჩელაში, აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატის, დონალდ ტრამპის მხარდამჭერებთან შეხვედრაზე ტერიტორიის შესასვლელთან დააკავეს. როგორც მედია პოლიციაზე დაყრდნობით იტყობინება, მამაკაცს იარაღი და ყალბი საშვი ჰქონდა.