არჩევნები თავისუფლებასა და სამართლიანობას უნდა ეფუძნებოდეს, - ამის შესახებ ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი გაბრიელიუს ლანდსბერგისი სოციალურ ქსელში წერს.

მისი თქმით, ყურადღებას მიაქცევს იმას, თუ როგორ განვითარდება საქართველოში სიტუაცია.

"ძალიან სერიოზულად ვეკიდები ბრალდებებს ნებისმიერ არჩევნებში დარღვევების თაობაზე და ყურადღებას გავამახვილებ საქართველოში სიტუაციის განვითარებაზე", - წერს გაბრიელიუს ლანდსბერგისი.