აშშ-ის ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარე, რესპუბლიკელი კონგრესმენი ჯო უილსონი საფრანგეთის პრეზიდენტს მადლობას უხდის საქართველოსთან დაკავშირებით დაფიქსირებული პოზიციის გამო.
"მადლობელი ვარ, რომ ემანუელ მაკრონმა მხარი დაუჭირა ქართველი ხალხის და სალომე ზურაბიშვილის მოწოდებას თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარების შესახებ საქართველოში. მოუთმენლად ველი, რომ ის იმუშავებს დონალდ ტრამპთან, რათა ეს რეალობად იქცეს!",- წერს აშშ-ის ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარე, რესპუბლიკელი კონგრესმენი ჯო უილსონი X-ზე და საქართველოში საფრანგეთის ელჩის შერაზ გასრის პოსტს აზიარებს, რომელშიც ის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონის განცხადებაზე საუბრობს.
I am grateful that @EmmanuelMacron has endorsed the call of the Georgian people and @Zourabichvili_S for free and fair elections in Georgia. I look forward to him working with @realDonaldTrump to make this a reality! https://t.co/xbvk6dMR2t
— Joe Wilson (@RepJoeWilson) January 6, 2025