რესპუბლიკელი კონგრესმენი ჯო უილსონი X-ზე მორიგ კრიტიკულ პოსტს აქვეყნებს. იგი წერს, რომ ბიძინა ივანიშვილის რეჟიმი ხალხის გატაცებაზე გადავიდა.

როგორც უილსონი აღნიშნავს, "სასტიკი რეჟიმი" ვერ შეძლებს ქართველი ხალხის დაშინებას.

"ივანიშვილის ტირანული რეჟიმი არა მხოლოდ ფიზიკურად ძალადობს, არამედ ახლა იტაცებს იმ მამაც ქართველებს, რომლებიც მოითხოვენ თავისუფალ და სამართლიან არჩევნებს. ეს სასტიკი რეჟიმი ვერ დააშინებს ქართველ ხალხს და მალე ისტორიას ჩაჰბარდება", — წერს უილსონი.