მივესალმები, რომ ევროპარლამენტი მიყვება ჩვენი კონგრესის დეკლარაციას "ქართული კოშმარის არაღიარების აქტს", რომ ივანიშვილის რეჟიმი არალეგიტიმურია, — ასე ეხმაურება აშშ-ის ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარე, კონგრესმენი ჯო უილსონი ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის, დევიდ მაკალისტერის განცხადებას, რომ ევროპარლამენტი არ აღიარებს "ქართული ოცნების" არც მთავრობას და არც პრეზიდენტს.
"მივესალმები, რომ ევროპარლამენტი მიყვება ჩვენი კონგრესის დეკლარაციას “ქართული კოშმარის არაღიარების აქტს”, რომ ივანიშვილის რეჟიმი არალეგიტიმურია და სალომე ზურაბიშვილი საქართველოს ლეგიტიმური ლიდერია თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარებამდე", — წერს უილსონი.
I welcome the European Parliament following our Congressional Declaration and Georgian Nightmare Non-Recognition Act that the Ivanishvili regime is ILLEGITIMATE and @Zourabichvili_S is the legitimate leader of Georgia until FREE and FAIR elections are held. https://t.co/uwOnRoxFZf
— Joe Wilson (@RepJoeWilson) January 16, 2025