ბრიტანელ მოკავშირეებს მოვუწოდებ, დაუყოვნებლივ დაასანქცირონ ბიძინა ივანიშვილი, - ამის შესახებ ამერიკელი კონგრესმენი და აშშ-ს ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარე ჯო უილსონი X-ზე წერს და საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს სტატიას აზიარებს. 

"მოვუწოდებ ბრიტანელ მოკავშირეებს, დაუყოვნებლივ დაასანქცირონ ჩინეთის კომუნისტური პარტიის მეგობარი ბიძინა ივანიშვილი, მისი უახლოესი ოჯახის წევრები და ხელშემწყობთა ქსელი! მადლიერი ვარ, ვიყო კონგრესში გაერთიანებული სამეფოს კოკუსის თანათავმჯდომარე", - წერს ჯო უილსონი.