ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარე, რესპუბლიკელი კონგრესმენი ჯო უილსონი სოცქსელში მორიგ პოსტს აქვეყნებს და ბიძინა ივანიშვილს მოსკოვში სირიიდან გაქცეულ ბაშარ ალ-ასადთან დამეზობლებას უწინასწარმეტყველებს, ისევე, როგორც ვენესუელელ დიქტატორ მადუროს.
"ძალიან მალე მადურო და ივანიშვილი მოსკოვში ასადის მეზობლები გახდებიან. მაგრამ სად აპირებენ წასვლას, როცა ომის დამნაშავე პუტინის სიცრუის იმპერია ჩამოიშლება?" - წერს უილსონი სოცქსელ X-ზე.
Very soon Maduro and Ivanishvili will be neighbors with Assad in Moscow. But where are they going to go when War Criminal Putin’s Empire of Lies collapses?
— Joe Wilson (@RepJoeWilson) January 18, 2025