აშშ დგას ერთადერთ ლეგიტიმურ ქართველ ლიდერთან, სალომე ზურაბიშვილთან და ქართველ ხალხთან, - ამის შესახებ აშშ-ის ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარე, რესპუბლიკელი კონგრესმენი ჯო უილსონი სოციალურ ქსელში წერს.

"აშშ დგას ერთადერთ ლეგიტიმურ ქართველ ლიდერთან სალომე ზურაბიშვილთან და ქართველ ხალხთან, რომლებიც ითხოვენ თავისუფალ და სამართლიან არჩევნებს და უარს ამბობენ ჩინეთის კომუნისტურ პარტიასა და ირანის მარიონეტულ რეჟიმთან დაახლოებაზე. სუვერენიტეტი არ იყიდება და თავისუფალი ხალხის ნება გაიმარჯვებს", - წერს ჯო უილსონი.