აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა უკრაინის, ისრაელისა და ტაივანის დახმარების კანონპროექტს ხელი მოაწერა.
„ეს არის ძალიან კარგი დღე აშშ-ის, ევროპისა და მთელი მსოფლიოსთვის, როცა ჩვენი მოკავშირეები ძლიერები არიან, ჩვენც ძლიერები ვართ. ამ კანონის ხელმოწერით აშშ და მთელი მსოფლიო უფრო უსაფრთხოდ იქნება“, – განაცხადა ბაიდენმა.
პაკეტი მოიცავს ოთხ კანონპროექტს. ერთი ითვალისწინებს უკრაინის 61 მილიარდი დოლარის ოდენობის დახმარებას, მეორე – ისრაელის დახმარებას 26 მილიარდი დოლარის ოდენობით. მესამე კანონპროექტი მოიცავს 8,1 მილიარდ დოლარის გამოყოფას ინდო-წყნარი ოკეანის რეგიონისთვის. მეოთხე კანონპროექტი კი სოციალურ ქსელ „ტიკ-ტოკის“ აკრძალვას, ასევე რუსული აქტივების კონფისკაციას უკრაინის სასარგებლოდ და ახალ სანქციებს ირანის წინააღმდეგ.
CNN-ის ინფორმაციით, სამხედრო დახმარების ახალი პაკეტის ფარგლებში, პირველ ეტაპზე აშშ ამზადებს ერთი მილიონი დოლარის ღირებულების პაკეტს, რომელშიც სავარაუდოდ, პირველად შევა, შორ მანძილზე მოქმედი ATACMS-ის რაკეტები.