აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ ისრაელზე ირანის თავდასხმის სერიოზული საფრთხე არსებობს და ეს შესაძლოა ნებისმიერ დღეს მოხდეს.
როგორც აშშ-ის ოფიციალური პირები აცხადებენ, თეირანმა შესაძლოა, უპასუხოს 1-ელ აპრილს სირიაში ირანის საკონსულოს შენობაზე განხორციელებულ თავდასხმას, რომელსაც მაღალი რანგის ირანელი სამხედროების დაღუპვა მოჰყვა.
„ისინი ისრაელს სერიოზული დარტყმით ემუქრებიან. როგორც მე ვუთხარი პრემიერ-მინისტრ ნეთანიაჰუს, ჩვენი ვალდებულებაა უზრუნველვყოთ ისრაელის უსაფრთხოება ირანისა და მისი მარიონეტების ამ საფრთხეებისგან. კიდევ ერთხელ გავიმეორებ: რკინსებურად დავიცავთ. ჩვენ განზრახული გვაქვს ყველაფერი გავაკეთოთ ისრაელის უსაფრთხოების დასაცავად“, - განაცხადა შეერთებული შტატების პრეზიდენტმა.