დონალდ ტრამპმა სოციალურ ქსელებში გაავრცელა ვიდეო, სადაც ჩანს ჯო ბაიდეი, რომელიც ვითომ მანქანის უკანა ნაწილში, ხელფეხშეკრული გდია. ამის შესახებ CNN წერს.

ვიდეო ლონგ-აილენდზე, ნიუ-იორკში გადაიღეს, როდესაც ყოფილი პრეზიდენტი ნიუ-იორკის პოლიციის პანაშვიდს ესწრებოდა.

ვიდეოზე ჩანს, რომ ორი სატვირთო მანქანა მიდის გზაზე, ორივე აშშ-ის დროშებით და დროშებით, რომლებიც პოლიციის მხარდაჭერას გამოხატავს.

ერთ-ერთ სატვირთო მანქანას აქვს წარწერა "ტრამპი 2024", ხოლო მანქანის უკანა მხარეს ხელფეხშეკრული ჯო ბაიდენის გამოსახულებაა.

ტრამპის მიერ ვიდეოს გავრცელებამ ბაიდენის გუნდის მხრიდან კრიტიკა მოჰყვა.

"ტრამპი რეგულარულად იწვევს პოლიტიკურ ძალადობას და დროა, ხალხი ამას სერიოზულად მოეკიდოს - უბრალოდ ჰკითხეთ კაპიტოლიუმის პოლიციის ოფიცრებს, რომლებსაც 6 იანვარს თავს დაესხნენ", - თქვა სპიკერმა მაიკლ ტაილერმა.

სტივენ ჩენგი, ტრამპის კამპანიის სპიკერი კი მას ასე უპასუხებს:

"ეს ფოტო იყო პიკაპის უკანა მხარეს, რომელიც მიდიოდა გზატკეცილზე. დემოკრატებმა და გიჟებმა არა მხოლოდ პრეზიდენტ ტრამპსა და მის ოჯახზე ამაზრზენი ძალადობისკენ მოუწოდეს, არამედ მართლმსაჯულების სისტემას მის წინააღმდეგ რეალურად იყენებენ."