დონალდ ტრამპის ინიციატივით, უცხოელმა სტუდენტებმა, რომლებიც ამერიკულ უნივერსიტეტებს დაამთავრებენ, მწვანე ბარათი ავტომატურად უნდა მიიღონ. ტრამპის ეს განცხადება კონტრასტულია მის ანტისაიმიგრაციო პოლიტიკასთან. ტრამპმა ამის შესახებ დევიდ საქსთან და ჩამატ პალიჰაპიტიასთან პოდკასტში ისაუბრა.
ტრამპის თქმით, თუ სტუდენტი ამერიკაში უნივერსიტეტს დაასრულებს, მან მწვანე ბარათი დიპლომთან ერთად უნდა მიიღონ და შეერთებული შტატების ტერიტორიაზე დარჩენა უნდა შეეძლოთ. პოდკასტში ტრამპმა გამოთქვა წუხილი, რომ წარმატებულ კურსდამთავრებულებს აშშ-ს ტერიტორიაზე ახალი ბიზნესების შექმნა არ შეუძლიათ და ისინი თავიანთ კომპანიებს სხვა ქვეყნებში, მაგალითად ინდოეთში ან ჩინეთში აფუძნებენ.
"გვჭირდება ადამიანების ჯგუფი, რომლებიც ჩვენი კომპანიებისთვის იმუშავებენ და ისინი ჭკვიანი ხალხი უნდა იყოს. გვჭირდება საოცარი ადამიანები და ჩვენ ხელი უნდა შევუწყოთ საოცარ ადამიანებს, რომლებიც უნივერსიტეტებს ამთავრებენ და არიან პირველები მათ კურსზე" - თქვა დონალდ ტრამპი.