15 ნოემბერს აშშ–ისა და ჩინეთის პრეზიდენტების ჯო ბაიდენისა და სი ძინპინის შეხვედრა გაიმართება, – იუწყება Reuters.
მისი ცნობით, შეხვედრა სან-ფრანცისკოში, აზია-წყნარი ოკეანის ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციის სამიტის ფარგლებში ჩატარდება.
გამოცემის ინფორმაციით, აშშ–ისა და ჩინეთის ლიდერები იმსჯელებენ, მათ შორის კლიმატის ცვლილებებსა და თავდაცვის სფეროსთან დაკავშირებულ საკითხებზე.