აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენის განცხადებით, არ არის დარწმუნებული, რომ პრეზიდენტად ხელახლა არჩევას მოისურვებდა იმ შემთხვევაში, თუ მომავალ წელს დაგეგმილ არჩევნებში ყოფილი პრეზიდენტი, „რესპუბლიკელი“ დონალდ ტრამპი კენჭს არ იყრიდა.
„ტრამპი რომ არ იყრიდეს კენჭს, დარწმუნებული არ ვარ, რომ მივიღებდი მონაწილეობას, ვერ დავუშვებთ მის გამარჯვებას“, - განაცხადა ბაიდენმა.
მისი თქმით, ტრამპის გამარჯვების შემთხვევაში მისი პრეზიდენტობის მეორე ვადა ბევრად უფრო ავტოკრატიული იქნებოდა, ვიდრე პირველი.