დემოკრატი სენატორი ჯინ შაჰინი, რომელიც ბოლო თვეების განმავლობაში საქართველოში რამდენჯერმე იმყოფებოდა და შეხვედრები გამართა სამოქალაქო საზოგადოების, ოპოზიციისა და ხელისუფლების წარმომადგენლებთან ამბობს, რომ საქართველოში დემოკრატიასა და ავტორიტარიზმს შორის ბრძოლა მიმდინარეობს. 

მას მიაჩნია, რომ საქართველოს ხელისუფლება ავტოკრატიისკენ „მზარდად მიდის“.

„ერთ-ერთი ქვეყანა, სადაც მიმდინარეობს შიდა ბრძოლა ავტოკრატიასა და დემოკრატიას შორის არის საქართველო, სადაც აშკარად ჩანს, რომ საქართველოს მოსახლეობას სურს დასავლეთისკენ, ევროპისკენ გაიხედოს. მათ სურთ დემოკრატია. მე და სენატორი რიში იქ ვიმყოფებოდით 2012 წელს, რათა დავკვირვებოდით არჩევნებს, როდესაც ქვეყანაში "ქართული ოცნება" ხელისუფლებაში მოვიდა. [ახლა] რაც ჩვენ ვიხილეთ, ის არის, რომ საქართველოს მთავრობა მზარდად მიდის ავტოკრატიისკენ,“- ამბობს სენატორი შაჰინი დემოკრატიული პარტიიდან.

წყარო: "ამერიკის ხმა"