შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ფედერალური სარეზერვო სამსახურის ხელმძღვანელს, ჯერომ პაუელს საპროცენტო განაკვეთების დაწევისკენ მოუწოდებს.
დონალდ ტრამპი თვლის, რომ ახლა ფედერალური სარეზერვო სამსახურისთვის საპროცენტო განაკვეთების დაწევისთვის იდეალური დროა.
„ის <სამსახურის ხელმძღვანელი ჯერომ პაუელი> ყოველთვის „აგვიანებს“, მაგრამ ახლა მას შეუძლია, თანაც სწრაფად, შეიცვალოს იმიჯი. ენერგომატარებლებზე ფასები დაეცა, საპროცენტო განაკვეთები დაეცა, ინფლაცია დაეცა, კვერცხის ფასიც კი დაეცა 69%-ით, ხოლო სამუშაო ადგილები გაიზარდა და ეს ყველაფერი ორ თვეში - დიდი გამარჯვებაა ამერიკის! შეამცირე საპროცენტო განაკვეთები, ჯერომ და შეწყვიტე პოლიტიკური თამაში!“ -წერს ტრამპი სოციალურ ქსელში.
ფედერალური სარეზერვო სამსახურის თავმჯდომარემ უარყო პრეზიდენტის მოწოდება შეემცირებინა საპროცენტო განაკვეთები და გააფრთხილა, რომ ადმინისტრაციის ახალი საბაჟო ტარიფები, სავარაუდოდ, გამოიწვევს უფრო მაღალ ინფლაციას და ეკონომიკურ ზრდის შენელებას..
პაუელმა აღიარა შეერთებული ამჟამინდელი ეკონომიკის სიძლიერე, მაგრამ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ფედერალური სარეზერვო სამსახური მუშაობს „უაღრესად გაურკვეველი პერსპექტივის“ პირობებში“ მას შემდეგ, რაც ტრამპმა ოთხშაბათს გამოაცხადა 10%-იანი ტარიფები ყველა სახის იმპორტზე და მთავარი სავაჭრო პარტნიორების წინააღმდეგ კიდევ უფრო მკაცრი საპასუხო ზომებს მიმართა.
„ჩვენი პასუხისმგებლობაა შევინარჩუნოთ გრძელვადიანი ინფლაციური მოლოდინები სათანადო დონეზე და უზრუნველვყოთ, რომ ფასების დონის ერთდროულად მატება არ გახდეს ინფლაციის მუდმივი პრობლემა“, - განაცხადა პაუელმა ვაშინგტონის გარეუბან არლინგტონში, ფინანსურ საკითხებზე მომუშავე ჟურნალისტების წინაშე გამოსვლისას.