ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველმა ჯეიკ სალივანმა განაცხადა, რომ უკრაინა გახდება NATO-ს წევრი და ეს განხილვას არ ექვემდებარება. სალივანმა ამის შესახებ ტელეარხ CBS-თან ინტერვიუში განაცხადა.
მისი თქმით, ვილნიუსში, NATO-ს სამიტზე უკრაინას გარანტიები მისცეს, რომ მას ექნება აუცილებელი მხარდაჭერა იმდენ ხანს, რამდენიც საჭირო იქნება.
„და ბოლოს, დიახ, ჩვენ ვთქვით NATO-ში ძალიან მარტივად: უკრაინის მომავალი NATO-შია. ეს სერიოზულია. ეს არ ექვემდებარება განხილვას. ეს არის, რაზედაც NATO-ს 31-მა წევრმა ვალდებულება აიღო“, - განაცხადა სალივანმა.
ამასთან, სალივანმა აღნიშნა უკრაინის შეიარაღებული ძალების პროგრესი კონტრშეტევის დროს და დასძინა, რომ უკრაინელი სამხედროები აკეთებენ ყველაფერს, რომ დაასუსტონ რუსეთის საოკუპაციო არმია.
ამავდროულად, სალივანის თქმით, დასავლეთი მუშაობს სანქციების გაძლიერებაზე რუსეთის წინააღმდეგ, ასუსტებს რა მის თავდაცვით-სამრეწველო ბაზას.
ამიტომ, როგორც სალივანმა აღნიშნა, ომის გაგრძელება რუსეთს ძალიან ძვირი დაუჯდება.