ომის დროს უკრაინის NATO-ში გაწევრიანება გულისხმობს მესამე მსოფლიო ომში ჩართვას, - განაცხადა შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ფინეთში, ჩრდილოეთის ქვეყნების სამიტის დროს გამართულ პრესკონფერენციაზე.
ჯო ბაიდენის თქმით, ახლა მთავარი განხილვის თემაა არა ის, გახდება თუ არა უკრაინა NATO-ს წევრი, არამედ ის, თუ როდის შეძლებს ქვეყანა ამას.
როგორც თეთრი სახლის ლიდერი აცხადებს, რუსეთი, ადრე თუ გვიან, მიხვდება, რომ ომი უკრაინაში მის ინტერესებში არ შედის.