ჯანი ინფანტინო ფეხბურთის საერთაშორისო ფედერაციის (FIFA) პრეზიდენტის პოსტზე მესამედ აირჩიეს. მისი უფლებამოსილება 2027 წლის ბოლომდე იქნება ძალაში.
პრეზიდენტის არჩევნები FIFA-ს 73-ე კონგრესზე გაიმართა, რომელსაც რუანდის დედაქალაქი კიგალი მასპინძლობდა. ინფანტინო ერთადერთი კანდიდატი იყო.
52 წლის შვეიცარიელი ფეხბურთის საერთაშორისო ფედერაციას 2016 წლიდან ედგა სათავეში. 2019 წელს ის ხელმეორედ აირჩიეს პოსტზე და მაშინაც უალტერნატივო კანდიდატი იყო.