ომის შესწავლის ამერიკული ინსტიტუტი (ISW) წერს, რომ უკრაინაში რუსული ოპერაციების ტემპი შემცირდა და უკრაინის შეიარაღებულ ძალებს ინიციატივის დაბრუნების შანსი აქვთ.
ომის შესწავლის ინსტიტუტის ანალიტიკოსები ყურადღებას ამახვილებენ იმ ფაქტზე, რომ გასული კვირის განმავლობაში რუსული ძალების სახმელეთო შეტევების რაოდენობა შემცირდა.
თავისი შეფასებების დასადასტურებლად ისინი უკრაინის თავდაცვის ძალების ერთობლივი პრესცენტრის სპიკერს, ალექსეი დმიტრაშკოვსკის ციტირებენ. მისი თქმით, მძიმე დანაკარგების გამო, რუსეთის არმიის შეტევითი პოტენციალი შემცირდა და წარსულში არსებული 90-100 სახმელეთო შეტევის ნაცვლად, დღე-ღამეში 20-30-ჯერ უტევს უკრაინულ პოზიციებს.
ISW-ის ანგარიშში აღნიშნულია, რომ რუსებმა გასული კვირის განმავლობაში ლუგანსკის რეგიონში მხოლოდ მინიმალურ ტაქტიკურ წარმატებას მიაღწიეს. ამავდროულად, უკრაინელებმა, როგორც ჩანს, წარმატებული კონტრშეტევა დაიწყეს და დაიბრუნეს გარკვეული ტერიტორიები.