ომის შემსწავლელი ინსტიტუტის (ISW) მორიგ ანგარიშში აღნიშნულია, რომ რუსი სამხედროები და „ვაგნერის“ მებრძოლები“ ბახმუტის იერიშს განაგრძობენ, თუმცა 11 მარტს ქალაქსა და მის შემოგარენში წინსვლა არ განუხორციელებიათ.
ანალიტიკოსები აღნიშნავენ, რომ რუსმა სამხედროება აღნიშნულ მონაკვეთზე წინსვლა ვერ შეძლეს. „ბახმუტისთვის ბრძოლა რამდენიმე თვეა გრძელდება, ბოლო დროს ოკუპანტები ცდილობენ ქალაქის ალყაში მოქცევას, მაგრამ უკრაინის შეიარაღებული ძალები განაგრძობენ მედგარ წინააღმდეგობას“, - ნათქვამია ანგარიშში.
ამის გარდა, ანალიტიკოსები ყურადღებას ამახვილებენ იმაზე, რომ „ვაგნერის“ დამფუძნებლის ევგენი პრიგოჟინის განცხადებაზე, რომელშიც მან განაცხადა, რომ ბახმუტისთვის ბრძოლის შემდეგ თავის კომპანიას გარდაქმნის სასტიკ იდეოლოგიურ ელიტურ სამხედრო ორგანიზაციად და დაიწყებს რეკრუტირების ახალ ტალღას. ამასთან, ISW-ის ანალიტიკოსები აღნიშნავენ, რომ ბოლო ხანებში „ვაგნერი“ აფართოებს რეკრუტირების ცენტრებს რუსეთში და მიზნად ისახავს ახალგაზრდების ჩართვას.
ამასთან, ანალიტიკოსები აღნიშნავენ, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა წინ წაიწიეს სვატოვოს მიმართულებით. ოკუპანტები კი აგრძელებენ სიმაგრეების აგებას ზაპოროჟიეს ოლქში.
ბახმუტსა და მის შემოგარენში უკვე რამდენიმე თვეა მძიმე ბრძოლები მიმდინარეობს. რუსულმა პროპაგანდამ არაერთხელ განაცხადა, რომ ოკუპანტებმა ქალაქი უკვე აიღეს, რეალურად კი უკრაინის შეიარაღებული ძალები ქალაქის დაცვას გმირულად აგრძელებენ.