რუსეთის დარტყმები უკრაინის პორტებსა და მარცვლეულის ინფრასტრუქტურაზე კამპანიის ნაწილია, რომელიც მიმართულია ურაინასა და დასავლელ მეზობლებთან, მათ შორის პოლონეთთან ურთიერთობების გაუარესებისაკენ. ამის შესახებ ნათქვამია ომის შემსწავლელი ინსტიტუტის (ISW) მორიგ ანგარიშში.
ISW-ის ანალიტიკოსების აზრით, ის, რომ პოლონეთმა მყისიერად განაგრძო უკრაინის მიმართ აღებული ვალდებულებების შესრულება, მიუთითებს იმაზე, რომ მოსკოვის კამპანია უშედეგოა.
„რუსეთის მცდელობებმა გააღრმაოს უთანხმოება უკრაინასა და მის ევროპელ პარტნიორებს შორის, მარცხი განიცადა, რადგან 22 სექტემბერს პოლონეთის პრეზიდენტმა ანჯეი დუდამ დაადასტურა პოლონეთ-უკრაინის ურთიერთობების სიმტკიცე.
დუდამ განმარტა პოლონეთის პრემიერ-მინისტრის მატეუშ მორავეცკის განცხადება, რომ პოლონეთი უკრაინას იარაღს აღარ გაუგზავნის. დუდამ აღნიშნა, რომ პოლონეთი გააგრძელებს უკრაინასთან შეთანხმებას უკრაინის მიწოდების შესახებ მაგრამ არ გაუგზავნის ახალ იარაღს, რომელსაც პოლონეთი თავისი არმიისთვის ყიდულობს.
დუდამ ასევე განაცხადა, რომ ორ ქვეყანას შორის პოტენციური კონფლიქტი სახმელეთო გზით უკრაინული მარცვლეულის ექსპორტთან დაკავშირებით არსებით გავლენას ვერ მოახდენს ორი ქვეყნის ურთიერთობაზე.