ომის შემსწავლელი ამერიკული ინსტიტუტის (ISW) ცნობით, რუსეთი ბახმუტში შეტევითი ოპერაციების გაძლიერებას ცდილობს.
"რუსეთმა გადაწყვიტა გააძლიეროს ტაქტიკური შეტევა ბახმუტის რეგიონში, მიუხედავად იმისა, რომ უკრაინა აქცენტს აშკარად ადგილობრივ კონტრშეტევებზე აკეთებს", - აღნიშნავენ ISW–ში.
ანალიტიკოსების თქმით, ერთ-ერთმა რუსმა სამხედრო მეთაურმა განაცხადა, რომ ოთხი რუსული ბატალიონი ბახმუტის გარშემო ფლანგებზე განლაგდა, რათა უკრაინული გარღვევა თავიდან აიცილონ.
"ბახმუტის რეგიონში რუსული ძალების გადაყვანის შესახებ ცნობები ვარაუდობს, რომ რუსული ჯარები აგრძელებენ იქ შეტევითი ძალების შექმნას. რუსეთის სამხედრო ხელმძღვანელობამ, როგორც ჩანს, ბოლო კვირებში პრიორიტეტების შეცვლა გადაწყვიტა, რათა უკრაინის შესაძლო კონტრშეტევისთვის მოემზადოს", - ნათქვამია ანგარიშში.