ისრაელზე "ჰამასის" სარაკეტო იერიშის შემდეგ, მსხვილმა ავიაკომპანიებმა თელ-ავივის მიმართულებით ათეულობით ფრენა გააუქმეს. ამის შესახებ ისრაელის მედია იტყობინება.
მედიია თანახმად, ავიაკომპანიებს შორის არიან: American Airlines, Air France, Lufthansa, Emirates, Ryanair და Aegan Airlines.
Air France-მა უკვე ოფიციალურად განაცხადა, რომ შეაჩერა თელ ავივის მიმართულებით ფრენები „შემდეგ შეტყობინებამდე“. პოლონურმა ავიაკომპანია LOT-მა განაცხადა, რომ მან ასევე გააუქმა ფრენები თელ ავივის მიმართულებით.