ისრაელში მიმდინარე მოვლენებს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო სოციალურ ქსელ X (twitter)-ზე ეხმაურება.


"ჩვენ ვგმობთ საშინელ ტერორისტულ თავდასხმას ისრაელის სახელმწიფოზე, რომელსაც მსხვერპლი მოჰყვა და გამოვხატავთ სოლიდარობას ისრაელის მთავრობისა და ხალხის მიმართ. თანავუგრძნობთ ამ საზარელი თავდასხმის მსხვერპლთა ოჯახებსა და ახლობლებს. ყველა დაშავებულს ვუსურვებთ სწრაფ გამოჯანმრთელებას" - აღნიშნულია სამინისტროს გვერდზე გამოქვეყნებულ მიმართვაში.

ნობისთვის, ღაზის სექტორიდან ისრაელის მიმართულებით სარაკეტო თავდასხმის შედეგად, ამ დროის მონაცემებით დაიღუპა  22 და დაშავდა ისრაელის 100-ზე მეტი მოქალაქე.

თავდასხმაზე პასუხისმგებლობა მოძრაობა „ჰამასმა“ აიღო.

timesofisrael-ის ცნობით, „ჰამასის" თავდასხმის შედეგად სულ მცირე 40 ადამიანი დაიღუპა და 779-ზე მეტი დაშავდა.

პალესტინის მედიის ცნობით, დღეს დილიდან ღაზას სექტორის საავადმყოფოებში 1000-ზე მეტი დაჭრილი მოათავსეს. გარდაცვლილია 160 ადამიანი. 

„ჰამასი" ამტკიცებს, რომ ტყვედ აიყვანა ისრაელის რამდენიმე ჯარისკაცი. ვრცელდება ინფორმაცია ისრაელური დასახლებებიდან მძევლების აყვანის შესახებ.