ისრაელის თავდაცვის ძალების სპიკერი დანიელ ჰაგარი The New York Times-ის სტატიას გამოეხმაურა, რომელშიც ნათქვამია, რომ ისრაელმა დაადასტურა ღაზას სექტორში ჰამასის 31 მძევლის სიკვდილი. მისი თქმით, ეს "დაუდასტურებელი სადაზვერვო ინფორმაციაა," რომ სულ მცირე 20 მძევალი მოკლეს.
"ჩვენ ყველანაირად ვმუშაობთ მძევლების სახლში დასაბრუნებლად და ვიკვლევთ ყველა ინფორმაციას მათზე და მათ მდგომარეობაზე," - აღნიშნა მან საღამოს პრესკონფერენციაზე.
"ისრაელის თავდაცვის ძალები მძევლების ოჯახებთან ერთადაა ამ რთულ დღეებში და ჩვენი წარმომადგენლები აწვდიან ოჯახებს ნებისმიერ დადასტურებულ ინფორმაციას მათი ახლობლების შესახებ," - თქვა მან.
ჰაგარის თქმით, IDF-მა ამ დრომდე 31 მძევლის ოჯახს შეატყობინა, რომ დადასტურებულია მათი ახლობლების დაღუპვა.
მათ შორისაა 7 ოქტომბერს ტერორისტების მიერ გატაცებული 29 მძევალი და ჯარისკაცები ორონ შაული და ჰადარ გოლდინი, რომლებიც ჰამასმა 2014 წელს მოკლა და გაიტაცა.
"დანარჩენ ოჯახებს მივაწოდეთ ზუსტი ინფორმაცია მათი ბედისა და მდგომარეობის შესახებ," - აღნიშნა მან.