ისრაელის თავდაცვის ძალები (IDF) ისრაელის სავარაუდო დარტყმების წინ, თეირანის მოსახლეობას აფრთხილებს და დედაქალაქის დატოვებას ურჩევს.

თავდაცვის ძალები შესაბამის პოსტს სოციალურ ქსელ X-ში ავრცელებს.

"პატივცემულო მოქალაქეებო, თქვენივე უსაფრთხოების მიზნით, გთხოვთ დატოვოთ ფოტოზე მითითებული თეირანის ტერიტორია". – წერია განცხადებაში.

განცხადების თანახმად, აღნიშნულ რაიონში, უახლოეს საათებში ისრაელის არმია იმოქმედებს.