"აშშ-სთან მოლაპარაკებას არ ვაპირებთ" - წერს ირანის უზენაესი ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს მდივანი, ალი ლარიჯანი X-ზე.

მისი თქმით, ტრამპმა უღალატა "ამერიკა უპირველეს ყოვლისა" პრინციპს და ახალი პოზიცია – "ისრაელი უპირველეს ყოვლისა" – დაიკავა.

"ტრამპის მეოცნებეობამ მთელი რეგიონი უაზრო ომში ჩაითრია და ახლა ის სწორად ღელავს ამერიკის მხარეს დამატებითი მსხვერპლის შესახებ." - წერს ლარიჯანი.

მანამდე გამოცემა Wall Street Journal არაბ და ამერიკელ მაღალჩინოსნებზე დაყრდნობით წერდა, რომ აშშ-ისრაელის იერიშების შემდეგ ლარიჯანმა ხელახალი ძალისხმევა წამოიწყო ვაშინგტონთან ბირთვული მოლაპარაკებების გაგრძელების მიზნით.