ამის შესახებ ინფორმაციას ირანული სააგენტო isna ავრცელებს.
ირანის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში გამარჯვება ჯანმრთელობის დაცვის ყოფილმა მინისტრმა, რეფორმატორების კანდიდატმა მასუდ პეზეშკიანმა მოიპოვა.
მასუდ პეზეშკიანს საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში ხმა 16 მილიონ 384 ათას 403-მა ამომრჩეველმა მისცა, მის მოწინააღმდეგეს, ბირთვულ საკითხებზე ყოფილი მომლაპარაკებელს და ირანის ყველაზე რელიგიურ თემების მხარდაჭერილ მკაცრი კურსის მომხრე საიდ ჯალილს კი 13 მილიონ 538 ათას 179-მა.