იორდანიის საგარეო საქმეთა სამინისტრო გულწრფელ სამძიმარს გამოთქვამს და თანაგრძნობას უცხადებს გარდაცვლილ მომლოცველთა ოჯახებს და ყოვლისშემძლეს მათთვის წყალობის ბოძებას და შენდობას შესთხოვს, - წერს იორდანიის პრესა.
საგარეო საქმეთა სამინისტრო ჯიდაში სამეფოს გენერალური საკონსულოს მეშვეობით აკვირდება საუდის არაბეთის შესაბამის ორგანოების მიერ მომლოცველთა დაკრძალვის, აგრეთვე ცხედრების ტრანსპორტირების პროცედურას (მიცვალებულთა ოჯახის წევრებისგან ცხედრების იორდანიის სამეფოში რაც შეიძლება სწრაფად გადასვენების შესახებ სურვილის შემთხვევაში) და იღებს ყველა ზომას დაკარგული მომლოცველების მოსაძებნად, - აღნიშნავს იორდანიის პრესა.
გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, წელს მუსლიმთა რელიგიურ დღესასწაულზე მექაში, რეკორდული სიცხეების შესახებ გაფრთხილების მიუხედავად, დაახლოებით 1,5 მილიონი მომლოცველი ჩავიდა.