ინდოეთის პოლიციამ გამოძიება მას შემდეგ დაიწყო, რაც ინტერნეტში გამოჩნდა ვიდეო, სადაც ნაჩვენებია მასწავლებელი, რომელიც მოსწავლეებს სთავაზობს, რომ 7 წლის მუსლიმ თანაკლასელს სილა გააწნან.

ატირებული ბიჭი სახეში, გამრავლების დროს დაშვებული შეცდომის გამო ურტყამენ.

ვიდეო სოციალურ ქსელში გავრცელდა და ინდოეთში აღშფოთება გამოიწვია.

ინდოეთის ოპოზიციის ლიდერმა რაჰულ განდიმ მთავრობა რელიგიური სიძულვილის გაღვივებაში დაადანაშაულა.

ინციდენტი კერძო სკოლაში, უტარ-პრადეშში, ჩრდილოეთ ინდოეთში მოხდა.

"რატომ ურტყამ ასე სუსტად? უფრო ძლიერად დაარტყი", - ამბობს მასწავლებელი ვიდეოში.

მოგვიანებით, მასწავლებელი ამბობს, რომ სახეში აღარ უნდა ურტყან, რადგან ბიჭი გაწითლდა და ფიზიკური ძალადობა მის ტანზე გრძელდება.

ინდოეთის ხელისუფლებამ დაადასტურა, რომ ვიდეო რეალურია და განაცხადა, რომ შესაბამისს ზომებს მიიღებს.

მომხდარის შესახებ პოლიციას მსხვერპლის მამამ შეატყობინა და ბიჭი სკოლიდან წაიყვანა, თუმცა ბრალი არ წაუყენებია.

უფლებადამცველი ჯგუფები აცხადებენ, რომ მას შემდეგ, რაც პრემიერ მინისტრი ნარენდრა მოდი გახდა, ინდოეთის მუსულმანური უმცირესობის წევრების მიმართ სიძულვილის დანაშაულები და ძალადობა გაიზარდა.

2017 წლიდან, მოდის ხელმძღვანელობით, უტარ-პრადეშს ინდუისტური ნაციონალისტური პარტია მართავს.

ივნისში, აშშ-ში ვიზიტის დროს, მოდიმ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ინდოეთში "დისკრიმინაციის ადგილი აბსოლუტურად არ არის".