დღეს ინდოეთი მთვარის სამხრეთ პოლუსზე კოსმოსური აპარატის დასმას გეგმავს. წარმატებული მისიის შემთხვევაში ინდოეთი პირველი ქვეყანა გახდება, რომელიც მთვარის სამხრეთ პოლუსზე კოსმოსურ აპარატს დასვამს.

დაგეგმილია, რომ კოსმოსური აპარატი "ჩანდრაიაან-3" მთვარის ნაკლებად გამოკვლეულ, სამხრეთ პოლუსზე საქართველოს დროით 17:30 უნდა დაეშვას .

დაშვება განხორციელდება რამდენიმე დღეში მას მერე, რაც რუსეთის კოსმოსურმა ხომალდმა ავარია განიცადა იმავე არეალში.

ინდოეთის წინა, 2019 წლის მცდელობა წარუმატებელი იყო.