ინდოეთის ჩრდილოეთ ნაწილში ჩამოწოლილმა მეწყერმა 21 ადამიანი იმსხვერპლა.
ჰიმალაის მთათა სისტემაში მდებარე ქალაქ შიმლაში მიწის დიდი მასა დილის საათებში ჩამოწვა.
სტიქიის ეპიცენტრში სამაშველო სამსახურის თანამშრომლები ათობით დაკარგულ ადამიანს ამ დრომდე ეძებენ. ადგილობრივი ხელისუფლების განმარტებით, მეწყერი ძლიერმა წვიმამ გამოიწვია








