ინდოეთში, ოდიშას შტატში, სარკინიგზო ავარია მოხდა ორი სამგზავრო და ერთი სატვირთო მატარებლის შემადგენლობით.
ინდოეთში, ოდიშას შტატის ქალაქ ბალასრთან, ადგილობრივი დროით 19:20 საათზე დიდი სარკინიგზო ავარია მოხდა სამი სარკინიგზო შემადგენლობის მონაწილეობით. ერთმანეთს სუპერსწრაფი ექსპრესი ბანგალურუდან ჰოვრაჰისკენ მიმავალი სუპერსწრაფი ექსპრესი „ჰოვრა" კალკუტიდან ჩენაინსკენ მიმავალ ექსპრეს „კორომანდელს" შეეჯახნენ, შემდეგ კი ავარია სატვირთო მატარებელი მოჰყვა.
თბილისის დროით 03:30 საათისთვის არსებული ინფორმაციით, დაღუპულია სულ მცირე 207 და დაშავებულია 900 ადამიანი.
ხელისუფლების წარმომადგენელთა თქმით, მოსალოდნელია, რომ დაღუპულთა რაოდენობა გაიზრდება.
გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ერთ-ერთი სამგზავრო მატარებელი რელსებიდან გადასვლის შემდეგ მისი რამდენიმე ვაგონი გადაბრუნდა და საპირისპირო მიმართულებით მოძრავი ექსპრესის გზაზე აღმოჩნდა. შეჯახების შედეგად მეორე ექსპრესის რამდენიმე ვაგონის გადაბრუნდა. ავარიაში მოყვა აგრეთვე სატვირთო მატარებელი, რომელიც იქვე, ერთ-ერთ სარკინიგზო ხაზზე იყო გაჩერებული. მოყვა.
„ვაშინტონ პოსტის" ცნობით, ავარიიდან მცირე ხნის შემდეგ ხელისუფლების წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ დაღუპულთა ოჯახები კომპენსაციის სახით 12000 დოლარს მიიღებენ, მძიმედ დაშავებულები 2400 დოლარს,ხოლო შედარებით მსუბუქად დაშავებულები 600 დოლარს.




