ილონ მასკმა Twitter-იდან კიდევ 200 თანამშრომელი გაათავისუფლა.
ეს არ არის კომპანიაში შემცირების პირველი შემთხვევა, რადგან გასული წლის ოქტომბერში, როდესაც მაკსმა კომპანია შეიძინა, 7,500 თანამშრომელი გაათავისუფლა.
შეგახსენებთ, რომ ილონ მასკმა Twitter 44 მილიარდ დოლარად შეისყიდა და უკვე გაათავისუფლა Twitter-ის აღმასრულებელი დირექტორი პარაგ აგრავალი, ფინანსთა დირექტორი ნედ სეგალი და იურიდიული საკითხთა და პოლიტიკის უფროსი ვიჯაია გადე.