ილონ მასკის კუთვნილი პლატფორმა X მთელი დღის მანძილზე შეფერხებებით მუშაობს.
ჩვენ თავდასხმები ყოველდღიურად ხდება, მაგრამ ეს თავდასხმა მნიშვნელოვანი რესურსების გამოყენებით წარმოებს. ამის უკან დგას ან დიდი, კოორდინირებული ჯგუფი ან მთელი ქვეყანა, - წერს ილონ მასკი და მომხმარებელს შეახსენებს, რომ ჯერ იყო პროტესტი სახელმწიფო მართვის ეფექტურობის დეპარტამენტის წინააღმდეგ, შემდეგ თავდასხმები „ტესლას“ მაღაზიებზე, ახლა კი X-ზე მასშტაბური კიბერშეტევაა.