ამის შესახებ ინფორმაციას აზერბაიჯანის პრეზიდენტის პრესსამსახური ავრცელებს.
სამშაბათს, 7 მარტს, აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა მიიღო ჩინეთის სპეციალური წარმომადგენელი ევროპულ საკითხებში ვუ ჰონგბო.
აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ვუ ჰონგბოსთან საუბარში გაიხსენა ჩინეთში ოფიციალური ვიზიტი, შეხვედრები ჩინეთის პრეზიდენტთან ამ ვიზიტის დროს და საერთაშორისო ღონისძიებებზე და აღნიშნა, რომ ძალიან ბედნიერი იყო, როცა სი ძინპინმა აზერბაიჯანის პრეზიდენტს ჩინეთის დიდი მეგობარი უწოდა.
ილჰამ ალიევმა განაცხადა, რომ ყოველთვის მხარს უჭერდა ერთიანი ჩინეთის პოლიტიკას, მის ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს.
პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ჩინეთთან თანამშრომლობა აზერბაიჯანის საგარეო პოლიტიკაში ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია.
ილჰამ ალიევმა კმაყოფილება გამოთქვა ბაქოსა და პეკინს შორის ურთიერთობების ყოველწლიურად გაძლიერებით და აღნიშნა, რომ ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობა ფართოვდება არა მხოლოდ სხვადასხვა პოლიტიკურ პლატფორმებზე, არამედ ეკონომიკურ სფეროში და პროექტის „ერთი სარტყელი - ერთი გზა" ფარგლებში. ამ კონტექსტში, სახელმწიფოს მეთაურმა კარგ მაგალითად მიიჩნია ჩინეთიდან დასავლეთის მიმართულებით, აზერბაიჯანის გავლით საქონლის მოცულობის ზრდა.
საუბრისას აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ჩინური კომპანიები მიიწვია ოკუპაციისგან გათავისუფლებულ აზერბაიჯანის ტერიტორიებზე განსახორციელებელი აღდგენითი და სამშენებლო სამუშაოების ჩასატარებლად.
სტუმარმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ჩინეთი ყოველთვის მხარს უჭერდა ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს.
ილჰამ ალიევმა მაღალი შეფასება მისცა ვუ ჰონგბოს მონაწილეობას გლობალურ ფორუმში, რომელიც ამ დღეებში ბაქოში გაიმართება და გამოთქვა რწმენა, რომ მისი ვიზიტი ხელს შეუწყობს ორმხრივი კავშირების გაფართოებას.
ჩინეთის მთავრობის სპეციალურმა წარმომადგენელმა ევროპულ საკითხებში აღნიშნა, რომ ნიზამი განჯელის საერთაშორისო ცენტრი უკვე არის მსოფლიოში ერთ-ერთი ცნობილი ცენტრი, თქვა, რომ აქ ძალიან მნიშვნელოვანი დისკუსიები მიმდინარეობს მშვიდობისა და საერთაშორისო დღის წესრიგის საკითხებზე და წარმატებები უსურვა ცენტრს შემდგომ საქმიანობაში.
შეხვედრაზე აზრთა გაცვლა მოხდა ეკონომიკურ, ჰუმანიტარულ და ტურიზმის სფეროებში თანამშრომლობის შემდგომი გაფართოების თაობაზე, ხაზი გაესვა, რომ არსებობს კარგი შესაძლებლობები კავშირების განვითარებისთვის, აღნიშნეს მედიებს, კვლევით ცენტრებს და ხალხს შორის კონტაქტების გაფართოების მნიშვნელობა.