აზერბაიჯანული მედიის ინფორმაციით, ასეთი განცხადება ილჰამ ალიევმა აშშ-ის და სომხეთის ლიდერებთან ერთობლივი პრესკონფერენციის მსვლელობისას გააკეთა.
პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა იმედი გამოთქვა, რომ აზერბაიჯანისა და სომხეთის ხალხები შეძლებენ ისტორიის ბნელი გვერდის გადაშლას და მშვიდობიანად ცხოვრებას.
„პრეზიდენტმა ტრამპმა სამხრეთ კავკასიაში მშვიდობა მოიტანა და ამისთვის ჩვენ მისი მადლიერები ვართ. დარწმუნებული ვარ, რომ სომხეთი და აზერბაიჯანი იპოვიან გამბედაობასა და პასუხისმგებლობას შერიგებისთვის და ხალხები შერიგდებიან. ჩვენ გადავშლით კონფლიქტის, დაპირისპირებისა და სისხლის ღვრის გვერდს და უზრუნველვყოფთ ჩვენი შვილებისთვის ნათელ და უსაფრთხო მომავალს. ცვენ ხომ დიდ ისტორიას ვწერთ და სწორედ ამიტომ ვარ დღეს ძალიან ბედნიერი. ბატონო პრეზიდენტო, კიდევ ერთხელ გიხდით მადლობას ყველაფრისთვის, რაც გააკეთეთ ჩვენთვის, ჩვენი რეგიონისთვის და მთელი მსოფლიოსთვის“, - აღნიშნა აზერბაიჯანის პრეზიდენტმა.




