NATO-ს გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის განცხადებით, ზოგიერთი ქვეყნის პოზიციის მიუხედავად, ალიანსი უკრაინის დახმარებას გააგრძელებს.
"NATO-ს წევრები უზრუნველყოფენ მოწინავე რაკეტებს, საჰაერო თავდაცვის სისტემებს, თანამედროვე საბრძოლო ტანკებს - ეს ყველაფერი მნიშვნელოვანი თანამედროვე დახმარების მაგალითებია.
უკრაინას დახმარებას ვუწევთ, რადგან ეს ჩვენი უსაფრთხოების ინტერესებშია. დარწმუნებული ვარ, NATO-ს მოკავშირეები უკრაინისთვის არსებითი მხარდაჭერის აღმოჩენას გააგრძელებენ", - ამბობს სტოლტენბერგი.
ამასთან, ის აღნიშნავს, რომ ალიანსის მოკავშირეები არამხოლოდ სიტყვით, არამედ საქმითაც აჩვენებენ, რომ უკრაინის დახმარებას გააგრძელებენ.