NATO–ს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი აცხადებს, რომ უკრაინა სრულმასშტაბიანი ომის პერიოდში რეფორმების განხორციელებას აგრძელებს.
"ჩემზე შთაბეჭდილება მოახდინა უკრაინის ერთგულებამ, განახორციელოს რეფორმები საზოგადოების მოდერნიზაციის მიზნით სრულმასშტაბიანი ომის პერიოდში. ჩვენ ვნახეთ, რომ მათ შეიტანეს ცვლილებები კანონმდებლობაში. მათ განახორციელეს კონკრეტული ცვლილებები, განსაკუთრებით კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის კუთხით. ისინი NATO–სთან მჭიდრო კოორდინაციით თავდაცვის შესყიდვების სისტემის შექმნის პროცესში არიან და ასევე ახდენენ თავიანთი სადაზვერვო სამსახურების მოდერნიზებას. ეს მხოლოდ რამდენიმე მაგალითია იმისა, თუ როგორ იცვლება უკრაინა რეალურად.
ეს მნიშვნელოვანია უკრაინისთვის, რადგან ის ეხმარება მას გახდეს უფრო ძლიერი ქვეყანა, რომელიც ებრძვის აგრესორ რუსეთს, მაგრამ ასევე ეხმარება მას NATO–ს წევრობასთან დაახლოებაში. და ამგვარად, ერთ-ერთი გზავნილი, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი თემა, რომელსაც ჩვენ განვიხილეთ დღევანდელ შეხვედრაზე, იყო ის, თუ როგორ შეძლებდნენ ალიანსის მოკავშირეები კიდევ უფრო მჭიდრო თანამშრომლობას უკრაინასთან ამ რეფორმებზე", – განაცხადა სტოლტენბერგმა უკრაინა-NATO–ს საბჭოს პირველი შეხვედრის დასრულების შემდეგ.
მან კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ მოკავშირეები მტკიცედ უჭერენ მხარს უკრაინისთვის დახმარების გაგრძელებას.