ნატოს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ რუსეთი ვეღარ შეძლებს უკრაინაში სამხედრო მიზნების მიღწევას
.ნატოს გენერალური მდივნის თქმით, ვლადიმირ პუტინის ბრძანებით განხორციელებული შეჭრის მიზანი იყო უკრაინის ნატოსა და ევროკავშირისკენ სვლის შეჩერება, თუმცა უკრაინა ახლა უფრო ახლოს არის ნატოსთან და ევროკავშირთან, ვიდრე ოდესმე იყო.
"პრეზიდენტმა პუტინმა სამუდამოდ დაკარგა უკრაინა", - განაცხადა იენს სტოლტენბერგმა.
სტოლტენბერგმა ასევე ხაზგასმით აღნიშნა, რომ რუსეთი უზარმაზარ ფასს იხდის მის მიერ წარმოებული ომისთვის.