„მთავრობას თავდაცვის სფეროში ევროკავშირის დიდი იმედები ჰქონდა და ამასობაში ჩვენ საქმე გვაქვს ევროკავშირის გადაწყვეტილებებთან, რომლებმაც ძალიან მძიმე დარტყმა მოგვაყენა“. ევროკავშირის ქვეყნების თავდაცვის ინდუსტრიის განვითარების დაფინანსების შესახებ ევროპარლამენტის კომიტეტის ბოლოდროინდელ გადაწყვეტილებები ამას ადასტურებს. ბრიუსელის მიერ წამოყენებულმა პირობებმა პოლონეთი წაგებულ მდგომარეობაში ჩააგდო, - აცხადებს პარტია „სამართალი და სამართლიანობის“ ლიდერი იაროსლავ კაჩინსკი

გასულ კვირას, ევროპარლამენტის რამდენიმე კომიტეტმა უარყოფითი პოზიცია დაიკავა ევროკავშირის ახალი პროგრამიდან ევროკავშირის მრავალი ქვეყნის, მათ შორის, პოლონეთის, თავდაცვის მრეწველობის პროექტების დაფინანსებასთან დაკავშირებით. წევრი სახელმწიფოების მთავრობები ახლა ამ საკითხზე მოლაპარაკებებს გამართავენ.

ევროპარლამენტის წინადადების თანახმად, ევროკავშირის დაფინანსებით სარგებლობის უფლებას ქვეყნები მხოლოდ იმ პროდუქციაზე მიიღებენ, რომლის შემადგენელი კომპონენტების 70% ევროკავშირშია წარმოებული, პოლონეთის თავდაცვის ინდუსტრიის მრავალი პროდუქტი კი არ აკმაყოფილებს ამ კრიტერიუმს. პარტია „სამართალი და სამართლიანობის“ ლიდერმა, იაროსლავ კაჩინსკიმ, ამ საკითხზე კომენტარი ორშაბათს გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთა, - წერს wiadomosci.

ამჟამინდელი მთავრობა „უსაფრთხოების სფეროში დიდ იმედებს ამყარებს ევროკავშირზე“, სიტუაცია კი ისეთია, რომ ჩვენ საქმე გვაქვს გადაწყვეტილებებთან, რომლებიც ძალიან მძიმედ აზარალებს ჩვენი თავდაცვის და ინტერესებს, ჩვენს ეკონომიკურ ინტერესებს, - თქვა მან.

ევროკავშირის მიერ თავდაცვის სფეროს დაფინანსების მოცულობა ამჟამად მცირეა, თუმცა მომავალში შეიძლება გაიზარდოს რამდენიმე ასეულ მილიარდ ევრომდე და ამით სარგებელს მიიღებს საფრანგეთი, გერმანი და ესპანეთი, - აცხადებს კაჩინსკი. იგი ევროკავშირს ადანაშაულებს არაევროპელ იარაღის მწარმოებლებთან, მათ შორის შეერთებულ შტატებთან და სამხრეთ კორეასთან დადებულ კონტრაქტებზე „შეზღუდვების“ დაგეგმვაში. პოლონეთი თავისი სამხედრო აღჭურვილობის დიდ ნაწილს შეერთებულ შტატებს და სამხრეთ კორეას უკვეთს.