იაპონიის პრემიერმინისტრი ფუმიო კიშიდა ინდოეთიდან მოულოდნელად გაემგზავრა უკრაინაში, რათა ომში მყოფი ქვეყნის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდეს.
იაპონიის საზოგადოებრივი მაუწყებლის ცნობით, კიშიდამ უკვე დატოვა ინდოეთი, სადაც პრემიერ ნარენდრა მოდის შეხვდა. მედია ამბობს, რომ ეს მოგზაურობა არის პირველი შემთხვევა, მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, როდესაც იაპონიის პრემიერი ეწვევა ქვეყანას ან რეგიონს, სადაც ბრძოლები მიმდინარეობს.
იაპონია უკრაინის მხარდამჭერი ქვეყანაა, ამავდროულად იაპონია და შეერთებული შტატები ბოლო წლებში დაახლოვდნენ, განსაკუთრებით რეგიონალური უსაფრთხოებისა და დაზვერვის თანამშრომლობის საკითხებში.