იაპონია უკრაინას დახმარების ახალ პაკეტს გადასცემს. ამის შესახებ 30 მარტს ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტრო აცხადებს.
უკრაინაში იაპონიის სრულუფლებიანმა ელჩმა კუნინორი მაცუდამ და უკრაინის ვიცე-პრემიერმა რეკონსტრუქციის საკითხებში - უკრაინის თემების, ტერიტორიების და ინფრასტრუქტურის განვითარების მინისტრმა ალექსანდრ კუბრაკოვმა კიევში ხელი მოაწერეს შეთანხმებას 53 072 მილიარდი იენის (400 მილიონი დოლარი) საგრანტო მხარდაჭერის შესახებ. ეს თანხა გამნაღმველი ტექნიკის შესაძენად, ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციისთვის, სოფლის მეურნეობის საჭიროებებისთვის და მთავრობის მხარდაჭერისთვის დაიხარჯება.
გარდა ამისა, 28 მარტს იაპონიის მთავრობამ გადაწყვიტა კიევს გაეროს მეშვეობით, უკრაინის დახმარების პროგრამებისთვის 70 მილიონი დოლარი გამოუყოს.
"ეს პროექტი ხელს შეუწყობს რუსული თავდასხმების შედეგად დაზიანებული ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის აღდგენას და ამით გაზრდის ენერგომომარაგებას თბოელექტროსადგურებისთვის, რომლებიც უკრაინის მოსახლეობას ელექტროენერგიით, სითბოთი და წყლით ამარაგებს," - აცხადებენ იაპონიის საგარეო საქმეთა სამინისტროში.