ჩრდილოეთ კორეამ იაპონიის ზღვაში მოკლე მანძილზე მოქმედი ბალისტიკური რაკეტა ისროლა. ეს არის მესამე რაკეტა, რომელიც ფხენიანმა ბოლო ერთ კვირაში გამოცადა.
სამხრეთ კორეისა და იაპონიის თავდაცვის სამინისტროების ინფორმაციით, ქვეყნის დასავლეთ სანაპიროზე მდებარე დონჩან-რის ცენტრიდან გაშვებულმა რაკეტამ 50 კილომეტრის სიმაღლეზე დაახლოებით 800 კილომეტრი იფრინა.
ფხენიანის მიერ სარაკეტო გამოცდას ოფიციალური ტოკიო გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ჩრდილოეთ კორეის ქცევა საფრთხეს უქმნის საერთაშორისო მშვიდობას, უსაფრთხოებას და მიუღებელია.