"ჰელსინკის კომისია" საქართველოში 26 ოქტომბერს გამართულ საპარლამენტო არჩევნებს ეხმიანება.

"მაწუხებს საქართველოს საპარლამენტო არჩევნებში სისტემატური დარღვევების შესახებ სანდო ბრალდებები ასევე შეშფოთებული ვარ რუსეთის მხრიდან კარგად დადასტურებული მცდელობებით, ზეგავლენა მოახდინოს არჩევნებზე. მოვუწოდებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტს, ყურადღებით შეისწავლოს გაყალბების ბრალდებები და თუ დადგინდება, რომ ეს ასეა, გააკეთოს მკაფიო განცხადება ამის შესახებ", - განაცხადა ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარემ, კონგრესმენმა ჯო უილსონმა.

მისი თქმით, "MEGOBARI აქტი" შეეცდება, დასაჯოს ისინი, ვინც ძირს უთხრის დემოკრატიას საქართველოში და მხარს უჭერს საქართველოს ხალხს თავისუფლებისა და სუვერენიტეტის განმტკიცებისკენ სწრაფვაში".

როგორც მან აღნიშნა, "ქართველი ხალხი იმსახურებს მთავრობას, რომელიც უსმენს და პატივს სცემს მათ ხმას".