ჰელსინკის კომისიაში აცხადებენ, რომ "უნდა გააგრძელონ ქართველი ხალხის ძალისხმევის მხარდაჭერა, გააგრძელონ ევროატლანტიკური ინტეგრაციისკენ მათ მიერ არჩეული გზა".
"მაისში, შეერთებულ შტატებსა და ქართველ ხალხს შორის მეგობრობის აღიარების ნიშნად ჰელსინკის კომისიამ "MEGOBARI აქტი" წარადგინა, ორპარტიული კანონპროექტი საქართველოში დემოკრატიის, ადამიანის უფლებებისა და კანონის უზენაესობის გასაძლიერებლად.
მაშინ როდესაც კანონპროექტი წარმომადგენელთა პალატის საბოლოო კენჭისყრას ელის, უნდა გავაგრძელოთ ქართველი ხალხის ძალისხმევების მხარდაჭერა დაიცვან საკუთარი დემოკრატია და გააგრძელონ ევროატლანტიკური ინტეგრაციისკენ საკუთარი არჩეული გზა", - ნათქვამია ჰელსინკის კომისიის განცხადებაში.
🇬🇪 In Georgian, megobari means friend.
— U.S. Helsinki Commission (@HelsinkiComm) October 23, 2024
In May, recognizing the friendship between the United States and the Georgian people, Helsinki Commissioners introduced the MEGOBARI Act, a bipartisan bill to bolster democracy, human rights, and the rule of law in Georgia.