ქართველი ხალხი იმსახურებს მთავრობას, რომელიც მათ კანონებს იცავს და მათ თავისუფლებას სცემს პატივს, - აცხადებს აშშ-ის ჰელსინკის კომისია.

ჰელსინკის კომისია ხაზს უსვამს, რომ ქართველი ხალხის ნების უგულებელყოფა ქვეყნის საკუთარ კონსტიტუციას ეწინააღმდეგება.

"სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ საქართველოს მთავრობის ოფიციალური პირების გუშინდელი სანქციები ქართველებთან ამერიკელების სოლიდარობის დემონსტრირებაა. საქართველოს ხალხს საშუალება უნდა ჰქონდეთ მშვიდობიანად შეკრების უფლება გამოიყენონ საკუთარ ჯანმრთელობასა და სიცოცხლისთვის საფრთხის გარეშე,” - ვკითხულობთ განცხადებაში.