ამერიკელი კონგრესმენი და ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარე ჯო უილსონი აცხადებს, რომ 26 ოქტომბერს ქართველი თავისუფლებისმოყვარე ხალხის ნება გაიმარჯვებს.

"მიუხედავად იმისა, რომ სამხედრო დამნაშავე პუტინი ქვეყნის ნაწილის უკანონო ოკუპაციას ახდენს, მოლდოვის მომავლის მოსაპარად სისხლიან ფულსა და ბანდიტებს გზავნის, მამაცმა მოლდაველებმა სუვერენიტეტი და კეთილდღეობა აირჩიეს. 26 ოქტომბერს ქართველი თავისუფლებისმოყვარე ხალხის ნება გაიმარჯვებს", - წერს ჯო უილსონი სოციალურ ქსელში.