აშშ-ის ჰელსინკის კომისია აცხადებს, რომ აქვს პასუხისმგებლობა, მხარი დაუჭიროს ქართველ ხალხს, რომელმაც "თავისუფალი მომავალი აირჩია".

"ქართველმა ხალხმა აირჩია მომავალი, რომელიც არის თავისუფალი, დემოკრატიული და ევროატლანტიკური ინსტიტუტების ნაწილი.

ჩვენ გვაქვს პასუხისმგებლობა, მხარი დავუჭიროთ მათ ამ რეალობის მიღწევაში განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ისინი აწყდებიან რუსეთის ჩარევას და დემოკრატიის ეროზიას საკუთარ ქვეყანაში", – აცხადებენ კომისიაში.